Monday, May 9, 2016

მე-9 დღე

ჩემი ფროექტის პორტფოლიო-ჩემი პროექტი"მგალობელი ფრინველები"
 
     ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
მსვლელობისას  ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.

Sunday, May 8, 2016

მე-8 დღე

 მეექვსე-მეშვიდე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი მასწავლებელზე, როგორც ფასილიტატორზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოსწავლის მხარდამჭერზე შემდეგი თვალსაზრისით: მასწავლებელი დიფერენცირებულ მიდგომას იყენებს პროექტული სწავლების დროს, რათა ყველა მოსწავლე ჩართოს აქტივობებში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. მასწავლებელი ქმნის მოსწავლის მხარდასაჭერ სავარჯიშოს ელექტრონულ ფორმატში, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი უნარ-ჩვევების და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება. ფასილიტაცია იმისათვის არის საჭირო, რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ თავისი საბაზისო ცოდნის გამოყენება. გავუკეთოთ სკაფოლდინგი მათი სწავლის გასაადვილებლად.
შევიტანეთ ცვლილებები გეგმის შაბლონში.

Saturday, May 7, 2016

მე-7 დღე






მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებით კოლეგას შევუფასე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავეცანი ერთ-ერთი პროექტის რუბრიკას და მოვარგე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს. პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილება, კერძოდ შევაფასების დროის ჩარჩოში ჩავამატე შეფასების ორი ინშტრუმენტი: ჩეკლისტი დარუბრიკა.ბოლოს გეგმის საბლონში გავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები.

Sunday, April 24, 2016

მე-6 დღე

შევქმენით მოსწავლის(მოსწავლეთა ჯგუფის) სავარაუდო ნაშრომი,მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით,რომელიც მოსწავლეს გაუადვილებს მითითებული დავალებების შესრულებას.

შევქმენით ჩეკლისტი, რაც დაეხმარება მოსწავლეს( მოსწავლეთა ჯგუფს) სწორად შეაფასოს შესრულებული დავალება და მოახდინოს თვითშეფასება.

Saturday, April 23, 2016

მე-5 დღე

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძო,ბლოგზე განვათავსეთ საკუთარი პრეზენტაციები და მოვახდინეთ კოლეგის პროექტის პრეზენტავიის ამოცანებისა დასაკვანძო შეკითხვების შეფასება, მოვახდინეთ განმავითარებელი შეფასება.
ვისწავლეთ bookmarks-ის გამოყენება სწავლების პროცესში.
გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემები,რათა მოსწავლეები ჩავრთოთ კვლევაში.
გავეცანი საავთორო უფლებების დაცვის მექანიზმს, რომილიც საჭიროა გავაცნო ბავშვებს.

Sunday, April 17, 2016

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება  რამდენიმე თვალსაზრისით:

გავეცანით 5 სტრატეგიას
ამ სტრატეგიებში შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.
ეს მეთოდები დამეხმარება მოსწავლეს შევუფასო:
1. წინარე ცოდნა და საჭიროებების დადგენა
2.პროგრესის მონიტორინგი
3.თვითრეგულირება და თანამშრომლობა
4..გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება.
5.გაგების დემონსტრირება

შევქმენი საპრეზენტაციო ფაილი ჩემი პროექტის წარსადგენად.

Saturday, April 16, 2016

მე-3 დღე

ეს მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა ,სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.

სტანდარტები დამეხმარა:
მოვარგო ესგ-ს
პროექტის მიზნები შევიმუშავო

საკვანძო კითხვები დამეხმარება:
გამოწვევაში
საპროექტო საკითხების სიღრმისეულ წვდომაში